“სამაგალითო დასჯა-საქართველოსრეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები”-ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშს აქვეყნებს.
67-გვერდიან ანგარიშში შესწავლილია თვითნებური სავალდებულო ნარკოტესტირების პრაქტიკა, იძულებითი საპროცესო შეთანხმებები და დამატებითი, ავტომატურად გამოყენებული სასჯელები, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ჩამორთმევა, ან მთელი რიგი პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების აკრძალვა, რაც ბევრ ადამიანს საარსებო შემოსავლის მოპოვების შესაძლებლობას უზღუდავს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ლიბერალიზაციისაკენ, Human Rights Watch-ის შეფასებით, არსებული კანონმდებლობა მაინც ზედმეტად მკაცრია.
Human Rights Watch-ის ასოცირებული დირექტორის თქმით, ანგარიში 2 წლის განმავლობაში მზადდებოდა, სადაც დეტალურადაა ასახული ნულოვანი ტოლერანტობის დროს არსებული ნარკოპოლიტიკა და შემდგომი ნაწილობრივი ლიბერალიზაცია.
კომენტარები