NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ეს დღე მაგალითია იმის, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები“

„ეს დღე მაგალითია იმის, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები“

11 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 195 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი შინდისის ბრძოლის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპული გმირების თავდადებას იხსენებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შინდისის ბრძოლა გმირობის სიმბოლოა.

„შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 10 წლის წინ ამ დღეს შინდისში ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან.

11 აგვისტოს სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან.

ეს დღე მაგალითია იმის, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ დღეს, როცა ვერ გატეხეს ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც იყო ამუშავებული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მანქანა. ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწიეს. 17 მათგანი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. მადლობა და დიდება მათ სახელებს და მათ ხსოვნას“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

2008 წლის ომი აგვისტოს ომი გიორგი მარგველაშვილი შინდისის ბრძოლა შინდისის გმირები 2018-08-11
Tags 2008 წლის ომი აგვისტოს ომი გიორგი მარგველაშვილი შინდისის ბრძოლა შინდისის გმირები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ სამეგრელოში ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შემდეგი სტატია

გუდიაშვილის მოედანზე მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს

მსგავსი სტატიები

წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

26 დეკ 2017
შევისწავლით „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწებას ეხება

შევისწავლით „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწებას ეხება

ირაკლი 20 სექ 2019

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გათბობის ხარჯების დასაფარად 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებს“

20 დეკ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

  • “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

    “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

  • საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

    საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

  • ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

    ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

  • შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

    შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

  • მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

    მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

  • დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

    დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

  • საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

    საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

  • სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

    სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

  • ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

    ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

მოგვიწონეთ!

თბილისი
1°
broken clouds
humidity: 86%
wind: 2m/s NE
H 2 • L 1
7°
Sat
8°
Sun
11°
Mon
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge