თურქული ლირის სწრაფი გაუფასურება გრძელდება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გაუფასურების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი აშშ-ს მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანქციებია, რომელიც თურქეთის მიერ აშშ-ს მოაქალაქეების დაკავებას მოჰყვა.
სააგენტის ინფორმაციით, თურქული ლირა ერთ დღეში ამერიკულ დოლართან 13.5%-ით გაუფასურდა, რაც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ახალი რეკორდია. ამ დროისთვის, 1 აშშ დოლარის ღირებულება 5.90-6.00 ლირას შორის მერყეობს.
პროცესების საპასუხოდ, თურქეთის ფინანსთა მინისტრმა ახალი ეკონომიკური მოდელის წარდგენა დააანონსა. ბერათ ალბაირაქის თქმით, მოდელი 2019 წელს 3-4%-იანი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებასა და ინფლაციის შემცირებას ითვალისწინებს.
კომენტარები