ქობულეთსა და ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ქობულეთში წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა და პირველი სართულები დატბორა.
ქობულეთიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 30-მდე შეტყობინებაა შესული.
რაც შეეხება ბათუმს, აქაც წყალმა რამდენიმე ქუჩა დატბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბათუმიდან 25-მდე შეტყობინება შევიდა.
კომენტარები