NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიააკადემიის ხელმძღვანელად დავით კაკაბაძე დანიშნა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიააკადემიის ხელმძღვანელად დავით კაკაბაძე დანიშნა

10 აგვ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1555 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მედიააკადემია“ დააფუძნა, რომლის აღმასრულებელ დირექტორად დავით კაკაბაძე დაინიშნა. მედიააკადემიის დაფუძნება ქვეყანაში მედია წიგნიერების ხელშეწყობასა და განვითარებას ისახავს მიზნად. დავით კაკაბაძე 13 წლის განმავლობაში „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს ხელმძღვანელობდა მიუნხენსა და პრაღაში.

ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

კაკაბაძე „რადიო თავისუფლებაში“ 1993 წლიდან 2018 წლის მარტამდე მუშაობდა. გარდა ამისა, ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტის გოეთეს კაბინეტს ხელმძღვანელობდა.

დავით კაკაბაძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურების ფაკულტეტი დაამთავრა. გარდა ამისა, სწავლობდა იენის (გდრ) ფრიდრიხ შილერის სახელობისა და კიოლნის (გფრ) უნივერსიტეტებში. დავით კაკაბაძე ასევე ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ბოლო წლებში გერმანულიდან და ჩეხურიდან დავით კაკაბაძის მიერ ნათარგმნი რამდენიმე წიგნი გამოიცა.

შეგახსენებთ, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების ერონვულ კომისიას 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დაეკისრა.

კომისია მედია წიგნიერების განვითარებას 4 ძირითადი მიმართულებით გეგმავს.

პირველი კომპონენტი იქნება 3-6 თვიანი კურსი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის. მეორე კომპონენტი არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც ერთის მხრივ თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თავად მომხმარებლების ცოდნის ამაღლება. მეოთხე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მედია ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას.

კომენტარები

დავით კაკაბაძე კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიააკადემია რადიო თავისუფლება 2018-08-10
Tags დავით კაკაბაძე კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიააკადემია რადიო თავისუფლება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შემდეგი სტატია

მესტია „არტარეა ფესტივალის“ ფარგლებში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის „ჯიმ შვანთე“ მუსიკალურ პრემიერას უმასპინძლებს

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა

მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა

28 თებ 2018

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

23 სექ 2018
თენგიზ ცერცვაძე:   გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს

თენგიზ ცერცვაძე: გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს

ნინო ჩხეიძე 18 აგვ 2020

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge