სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშში ჩანს, შემოწირულების მიხედვით, პირველ ადგილზე „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ არის, რომელსაც 6 თვეში 274 224 ლარი შეწირეს.
„სამოქალაქო პლათფორმა – ახალი საქართველო“ შემოწირულობებით მეორე ადგილზეა. მას 6 თვეში 119 997 ლარი შეწირეს.
მესამე ადგილს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ იკავებს 93 025 ლარით და მას „ერთიანი ნაციოცნალური მოძრაობა“ მოსდევს 69 173 ათასი ლარით.
პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ შემოწირულობების სახით 35 289 ლარი მიიღო.
ყველაზე ნაკლები შემოწირულობა „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“ მიიღო, რომელსაც ბოლო 6 თვეში 225 ლარი შეწირეს.
საერთო ჯამში, 2018 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 15 პოლიტიკურმა პარტიებმა 633 585 ლარი მიიღეს შემოწირულების სახით.
კომენტარები