გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტების საგრანტო კონკურსის ქულები საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
ასევე დასახელდა საგრანტო კონკურსზე სააპელაციო განაცხადების მიღების თარიღი.
სააპელაციო განაცხადები მიიღება 13 აგვისტოს 10:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge. სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.
კომენტარები