NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „გირჩის“ ლიდერი იუსტიციის სამინისტროს მიმართავს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „გირჩის“ ლიდერი იუსტიციის სამინისტროს მიმართავს

09 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 984 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ის მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რათა მისი სახელი გადაკეთდეს – ზურაბ გირჩი ჯაფარიძედ. ამის შესახებ ჯაფარიძე „ფეისბუქზე“ წერს.

„ცესკო-მ დაგვიდასტურა რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები გირჩი / Girchi-ს კანდიდატი – პარტიამ რომ კანდიდატი დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებულიო და ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო.

ჩემთვის და გირჩელებისთვის პრინციპული საკითხია რომ ბიულეტენში ეწეროს „გირჩი“. საბოლოო ჯამში ჩემთვის ხმის მიცემა, „გირჩისთვის“ ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის „გირჩს“.

ცალ-ცალკე „გირჩამდეც“ გვიკეთებია რაღაცეები, მაგრამ ის რაც არის გირჩი, მხოლოდ ჩვენი ერთობლიობით შეიქმნა.

რადგან ქართული საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე აქვთ მორგებული მსხვილ პარტიებს და, როგორც მსხვილი ბიზნესები, ხელს უშლიან პატარა მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლას (რისი გამოხატულებაცაა ეს კონკრეტული შემთხვევაც), გადავწყვიტეთ შემდეგი (იდეის ავტორი Dato Rogava):

ხვალ ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს ე.წ middle name – „გირჩი“, ანუ, რომ გავხდე – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ამ გზით გირჩი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში.

აქვე მინდა მივმართო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო-ს:

ვიცი რომ ასეთი ცვლილებების რეგისტრაციისთვის 60 დღე გაქვთ, თუმცა, ჩემ შემთხვევაში მგონი ყველასთვის ნათელია რომ ამ ცვლილებას არ ვითხოვ საკუთარი რეალური იდენტობის დამალვის და წარსული ცოდვების მიჩქმალვის მიზნით. შესაბამისად, იქნებ სწრაფად განახორციელოთ ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რათა 1 სექტემბრიდან მომეცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ვადებში განხორციელებისა და კამპანიის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა.

პ.ს. ასევე ვიცი რომ სახელის შეცვლა მხოლოდ ერთხელ არის კანონმდებლობით ნებადართული და, შესაბამისად, გირჩი სიკვდილამდე დარჩება ჩემს middle name-ად. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, – წერს ჯაფარიძე.

ცესკო-მ დაგვიდასტურა რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები გირჩი / Girchi-ს კანდიდატიპარტიამ რომ…

Posted by Zurab Girchi Japaridze on ხუთშაბათი, 09 აგვისტო, 2018

კომენტარები

არჩევნები გირჩი ზურაბ ჯაფარიძე იუსტიციის სამინისტრო ცესკო 2018-08-09
Tags არჩევნები გირჩი ზურაბ ჯაფარიძე იუსტიციის სამინისტრო ცესკო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დადიანის N34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

შემდეგი სტატია

სტრასბურგში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მსგავსი სტატიები

თვითმფრინავის ძრავის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თვითმფრინავის ძრავის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

18 აპრ 2018
კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს

კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს

ირაკლი შალიკაშვილი 04 მარ 2020
კილაძე: ე.წ. უდოს კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად მიიღებს

კილაძე: ე.წ. უდოს კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად მიიღებს

26 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge