NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

09 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 972 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018 წლის 8 აგვისტოს უშიშროების საბჭოს დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოზე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე თაი-ბრუკ ზერიუნი.

სხდომის დასრულების შემდგომ აშშ-ს, ნიდერლანდების, საფრანგეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კარენ პირსმა.

მისი განცხადებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში ინტეგრაციის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს, რომელიც ზღუდავს ხალხთა შორის კონტაქტს, აფერხებს შერიგების პროცესს და უკიდურესად უარყოფითი გავლენა აქვს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რუსეთის ქმედებები ადასტურებს, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 2008 წლის ომის დროს. საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობას, მაგრამ რუსეთის მიერ ამ რეგიონების აღიარება ხელს უწყობს ქვეყნის დანაწევრებას, კონფლიქტის გაგრძელებასა და დესტაბილიზაციას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი რეგიონში. ბრიტანეთის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს პუნქტიანი შეთანხმება.

კარენ პირსმა ყურადღება გაამახვილა იმ ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებზე, რომლებიც წარმოიშვა კონფლიქტის შედეგად – ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის აუცილებლობის, ასევე, გადაადგილების უფლების შეზღუდვის და მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებისათვის საზიანო ქმედებების შესახებ. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებისა და მათი საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების მიმართ. კარენ პირსმა ასევე მოუწოდა მხარეებს, რომ კონფლიქტის მოგვარების მიზნით, გააძლიერონ მათი ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მოიწონა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

კომენტარები

2008 წლის ომი აგვისტოს ომი გაერო გაერო-ს უშიშროების საბჭო ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთი 2018-08-09
Tags 2008 წლის ომი აგვისტოს ომი გაერო გაერო-ს უშიშროების საბჭო ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების დეკლარირება და აღრიცხვა იწყება

შემდეგი სტატია

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები დღეს განახლდება

მსგავსი სტატიები

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან გაბრიყვებულია გახარია

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან გაბრიყვებულია გახარია

ირაკლი შალიკაშვილი 28 სექ 2021
ის რაც ახლა ხდება ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ

ის რაც ახლა ხდება ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ

ირაკლი შალიკაშვილი 29 ნოე 2021
შსს-ს განცხადება გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე

შსს-ს განცხადება გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე

22 იან 2018

უახლესი ამბები

  • იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

    იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

  • მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

    მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

  • ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

    ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

  • გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

    გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

  • ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

    ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

  • შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

    შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

  • მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

    მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

  • არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

    არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

  • ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

    ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge