NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დევიდ მაკალისტერი: „ევროკავშირმა თანმიმდევრულად უნდა დაგმოს რუსეთის აგრესიული ქცევა სამხრეთ კავკასიაში და მოახდინოს მისი შესაბამისად სანქცირება”

დევიდ მაკალისტერი: „ევროკავშირმა თანმიმდევრულად უნდა დაგმოს რუსეთის აგრესიული ქცევა სამხრეთ კავკასიაში და მოახდინოს მისი შესაბამისად სანქცირება”

09 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 373 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყოველდღიურმა გერმანულმა გამოცემამ „ტაგესშპიგელ”-მა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის” ფრაქციის დეპუტატის დევიდ მაკალისტერის წერილი.

გერმანელი პოლიტიკოსი პუბლიკაციაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ საუბრობს და გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს: „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ერთად საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. განსაკუთრებულად მძიმეა ის, რომ რუსეთი რეგულარულად ატარებს სამხედრო წვრთნებს საერთაშორისოდ არაღიარებული ორივე ტერიტორიაზე, სადემარკაციო ხაზებს თანდათანობით გამაგრებულ საზღვრებად აქცევს და თანაც გამყოფი ხაზები საქართველოს ტერიტორიაზე გადააქვს. ამგვარად ბევრი სოფელი მოწყდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის – წყლით მომარაგების სისტემას. ბევრ ოჯახს მოესპო წვდომა თავის სამიწათმოქმედო სავარგულებთან და იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, მოსკოვმა 2014 წ. და 2015 წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, გააფორმა შეთანხმებები „სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ, რომელთა საფუძველზეც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის ძალების რუსეთის არმიაში ინტეგრირება ხორციელდება,” -წერს დევიდ მაკალისტერი.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ჯეროვანი ყურადღება ეთმობოდეს პოლიტიკურ დისკუსიებში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წყალობით (EUMM Georgien) მეტწილად მოხერხდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთსა და საქართველოს შორის ღია დაპირისპირების თავიდან აცილება, ეს რეგიონები „უკვე ათი წელია რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მათ მცოცავი ანექსიის საფრთხე ემუქრება”.

დევიდ მაკალისტერი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საკითხში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ევროკავშირის როლი: „ეს მიუღებელია და ამაზე ევროპისგან უფრო მკაფიო პასუხია საჭირო, რათა ევროპამ არ დაკარგოს დამაჯერებლობა კრემლის მიმართ და გაამართლოს თავისი ავტორიტეტი, როგორც საერთო ღირებულებათა თანამეგობრობამ. რუსეთი ვალდებულია, ბოლოს და ბოლოს, გაიყვანოს თავისი ჯარები დაკავებული ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს გამაგრებული საზღვრის გავლებასთან დაკავშირებული ყველანაირი ქმედება… ამიტომ საჭიროა, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ერთიანი პოზიცია დაიკავოს, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის აგრესიული ქმედებანი თანმიმდევრულად დაგმოს და შესაბამისი სანქცირება მოახდინოს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით არსებობს კონფლიქტის მოგვარების ორი მნიშვნელოვანი ფორმატი. უნდა მოხდეს ამ ორივე საერთაშორისო ფორუმზე მოქმედებათა ინტენსიფიკაცია”, აცხადებს ევროპარალამენტარი.

კომენტარები

ევროკავშირი რუსეთი საქართველო 2018-08-09
Tags ევროკავშირი რუსეთი საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ბახტაძე: ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა

შემდეგი სტატია

უჯარმის ციხის რესტავრაცია დაიწყო

მსგავსი სტატიები

„თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი“

05 დეკ 2018
სამთავრობო ცვლილებები – პრემიერი ჯანდაცვის ახალ მინისტრს სავარაუდოდ, დღეს წარადგენს

სამთავრობო ცვლილებები – პრემიერი ჯანდაცვის ახალ მინისტრს სავარაუდოდ, დღეს წარადგენს

ირაკლი შალიკაშვილი 18 ივნ 2019

ნათია მეზვრიშვილი ახალქალაქის ინციდენტზე: “ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, თუმცა, ამავდროულად მიუღებელია, ულტიმატუმებით საუბარი საგამოძიებო ორგანოსთან, როცა დაზარალებულები არ თანამშრომლობენ

სოსო ელისაშვილი 31 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge