NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თუშეთში საერთაშორისო პრინტ ფესტივალი დაიწყო

თუშეთში საერთაშორისო პრინტ ფესტივალი დაიწყო

08 აგვ 2018 ახალი ამბები 1017 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუშეთში თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო პრინტ ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით შექმნილ ნამუშევრებს გააერთიანებს.

მონაწილე მხატვრებმა, ვიდეო არტისტებმა, პერფორმერებმა, მუსიკოსებმა, დიზაინერებმა და ფოტოგრაფებმა პროექტის დაწყებამდე ცნობილი თუში ფოლკლორისტისგან – ეთერ თათარაიძისგან ძველი თუშური ლეგენდები მოისმინეს და თუშური ორნამენტები შეისწავლეს. არტისტები მოსმენილი ლეგენდების შთაგონებით მითიურ პერსონაჟებს იმიჯების სახით გააცოცხლებენ, რომლებიც მოგვიანებით ტექსტილზე დაიბეჭდება და საბოლოოდ ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიით დაზგური გრაფიკის სახელოსნოში კოსტიუმებად შეიკერება. კოსტიუმებს ომალოელი ახალგაზრდები მოირგებენ და პერფორმანსს წარმოადგენენ, რომელიც თუშურ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკას გააერთიანებს.

პარალელურად, ომალოს სხვადასხვა გარე სივრცეებში ქუჩის გალერეის სახით ინსტალაციები მოეწყობა, სადაც მონაწილე არტისტების შექმნილი ბანერები და ფოტოები გამოიფინება. მთელი ეს პროცესი კი თუშეთის რეგიონის ამსახველ მოკლემეტრაჟიან საიმიჯო ფილმში მოხვდება.

თუშეთში პრინტ ფესტივალი 13 აგვისტომდე გაგრძელდება, 21 აგვისტოს კი ბათუმში გადაინაცვლებს.

საერთაშორისო პრინტ ფესტივალი – „LIFE – N – STYLE” საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის – ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების  ხელშეწყობაა.

ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია, რომლის პროცესშიც თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. ხელით ბეჭდვა ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის.

„DO OR DO NOT” – „თუ აკეთებ გააკეთე” – წლევანდელი ფესტივალის თემაა.

საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის დასრულების შემდეგ პრინტ ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება დედაქალაქში ოქტომბერში გაიმართება.

კომენტარები

თიბისი ბანკი თუშეთი პრინ ფესტივალი 2018-08-08
Tags თიბისი ბანკი თუშეთი პრინ ფესტივალი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქალ მშვილდოსანთა ნაკრები ევროპის გრან პრის გამარჯვებულია

შემდეგი სტატია

„ქართველი სასარგებლო იდიოტები ებრაელები რომ იყვნენ, ჰოლოკოსტზეც კითხვებს დასვამდნენ?“

მსგავსი სტატიები

429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცა

429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცა

16 სექ 2017
სოფიო ქაცარავა: „ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”

სოფიო ქაცარავა: „ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”

25 მაი 2018
„მე მომწონს ესპანური ჩაცმის სტილი“

„მე მომწონს ესპანური ჩაცმის სტილი“

16 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

    იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

  • მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

    მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

  • ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

    ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

  • გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

    გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

  • ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

    ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

  • შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

    შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

  • მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

    მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

  • არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

    არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

  • ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

    ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge