NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თეა წულუკიანი: „რაც შეეხება აგვისტოს ომს, ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი -რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი”

თეა წულუკიანი: „რაც შეეხება აგვისტოს ომს, ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი -რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი”

08 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 504 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თეა წულუკიანი:  „რაც შეეხება აგვისტოს ომს, ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი. ეს არის ის პოზიცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მისი მთავრობა და მთავრობის სახელით იუსტიციის სამინისტრო იცავს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი: რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი.

ჩვენ სტრასბურგში მაისში ღია სხდომაზე წარვადგინეთ რადარის მონაცემები, სადაც მთელი ქართული საჰაერო სივრცე, ჩვენი სუვერენული საჰაერო სივრცე სავსეა რუსული თვითმფრინავებით და იქ არცერთი ქართული თვითმფრინავი არ არის. ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა სამხედრო და სამოქალაქო ხასიათის მტკიცებულებაც, რითაც დასტურდება, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის, ტერიტორიებზე და არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში. ჩვენ, ქართულმა მხარემ, რეალურად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ, თუნდაც, დროულად მომხდარიყო კონფლიქტის ხაზიდან უკანდახევა,

რათა უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო აცილებული თავიდან. მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ საქართველოს ისტორიაში სულ მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. აქამდე ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური და  მაღალი  დონის დოკუმენტები გვაქვს. ახლა საჭიროა, გვქონდეს სასამართლო ხასიათის დოკუმენტიც, რაც შემდეგ მომავალ თაობებს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამიტომაც ეს არის ის პოზიცია, რომელსაც მე ვიზიარებ, რომელზეც მყარად დგას ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური მმართველი გუნდი და პარტია. და დღეს მე არ ვაპირებ, რაიმე კომენტარი გავაკეთო ნებისმიერ ისეთ განცხადებაზე, რომელიც, თუნდაც, ოდნავ განსხვავდება ამ პოზიციისგან; რომელიც არის ქართველი ხალხის და, თუნდაც, იმ ქალების პოზიცია, რომელთაც დღეს ჩვენ აქ ვხვდებით, ტყვიავში, და არიან ომით დაზარალებულნი”.

კომენტარები

2018-08-08
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თეა წულუკიანმა ომით დაზარალებულ ქალებს ანგარიში ჩააბარა

შემდეგი სტატია

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა მიმდინარეობს

მსგავსი სტატიები

ნიკოლაი პატრუშევი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაღუპვის ფაქტს ვერ ადასტურებს

ნიკოლაი პატრუშევი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაღუპვის ფაქტს ვერ ადასტურებს

30 ნოე 2017
ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან „ოცნების“ ბობოლა ჩინოვნიკები – ოპოზიცია მაღალჩინოსნების ხელფასების და პრემიების რეკორდულ ზრდას ეხმაურება

ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან „ოცნების“ ბობოლა ჩინოვნიკები – ოპოზიცია მაღალჩინოსნების ხელფასების და პრემიების რეკორდულ ზრდას ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 09 აგვ 2019
კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთი ისტორიული რეკორდის ავტორი გახდა

კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთი ისტორიული რეკორდის ავტორი გახდა

27 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge