NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა მიმდინარეობს

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა მიმდინარეობს

08 აგვ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1515 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს. პროექტის ამ ეტაპზე, განაპირა ბურჯის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, საკომუნიკაციო კომპანიები მიწისქვეშა ქსელების გადატანის სამუშაოებს აწარმოებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ვაშლიჯვრიდან გადმოსასვლელი, რომელიც მარშალ გელოვანს უკავშირდება, პიკის საათებში ყოველთვის გადატვირთულია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ძალიან ჭირს გადაადგილება და მოქაალაქეებს საცობში ლოდინი საათობით უწევთ. აღნიშნული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ორდონიანი პანდუსი მოეწყობა, კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობას განტვირთავს. ძალიან კარგი პროექტია, რომელზეც დაახლოებით, ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯება და მის დასრულებას ექვსი თვე დასჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ორდონიანი კვანძი – გზაგამტარი, რკალისებურ ესტაკადას წარმოადგენს, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩიდან იწყება, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას უერთდება.

პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს და საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის. გარდა ამისა, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით, გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 300 000 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოები ექვს თვეში დასრულდება.

თბილისის მერთად ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ავთნდილ ცინცაძე და მამუკა მდინარაძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

ვაშლიჯვარი თბილისის მერია კახა კალაძე მარშალ გელოვანის გამზირი 2018-08-08
Tags ვაშლიჯვარი თბილისის მერია კახა კალაძე მარშალ გელოვანის გამზირი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თეა წულუკიანი: „რაც შეეხება აგვისტოს ომს, ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი -რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი”

შემდეგი სტატია

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების დეკლარირება და აღრიცხვა იწყება

მსგავსი სტატიები

„არასამთავრობოები და ალტერნატიული კანონპროექტების ავტორები არ არიან გულწრფელები”

„არასამთავრობოები და ალტერნატიული კანონპროექტების ავტორები არ არიან გულწრფელები”

02 აპრ 2019
ნათია მეზვრიშვილი: მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად

ნათია მეზვრიშვილი: მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად

ნინო ჩხეიძე 20 ოქტ 2020
გოდერძის უღელტეხილთან მეწყერი ჩამოწვა

გოდერძის უღელტეხილთან მეწყერი ჩამოწვა

14 თებ 2018

უახლესი ამბები

  • თბილისის მერი უცხოეთში იმყოფება

    თბილისის მერი უცხოეთში იმყოფება

  • “ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

    “ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

  • ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

    ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

  • კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

    კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

  • “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

    “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

  • იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

    იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

  •  ამირან გამყრელიძე:  საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

     ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

  • ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

    ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge