NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძე: გიორგი და გელა რომელაშვილები ყველა ქართველისთვის ნამდვილი გმირები არიან

მამუკა ბახტაძე: გიორგი და გელა რომელაშვილები ყველა ქართველისთვის ნამდვილი გმირები არიან

08 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 715 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გიორგი და გელა რომელაშვილები ყველა ქართველისთვის ნამდვილი  გმირები არიან და როგორც მათი შვილებიამაყობენ მათი მამების გმირული საქციელით, ასე ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი, –  ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრომოსამსახურეების ოჯახში სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დაღუპული სამხედროების მამას მურაზ რომელაშვილს გმირი შვილების გაზრდისთვისმადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი თავდადება ყველასთვის სამაგალითოა.

“ღირსეული მშობლები ზრდიან ღირსეულ შვილებს და მოქალაქეებს. თქვენ გმირი ხართ გმირების გაზრდისთვის.გიორგის და გელას სიცოცხლე შეეწირა სამშობლოს და მათმა შვილებმა უნდა იცხოვრონ ამაყად თავაწეულებმა,ღირსეულ ქვეყანაში. ეს ვალდებულება ჩვენს მხრებზეა”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მურაზ რომელაშვილმა საქართველოს მთავრობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა,რომ მისი შვილების დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.

“ჩვენ სწორედ ეს გვამოძრავებს. ჩვენ ჭეშმარიტად ვითხოვთ იმას, რაც ობიექტურად გვეკუთვნის. მჯერა, ისტორიაყველაფერს სამართლიანად დაალაგებს. ჩვენს მრავალეთნიკურ ერს ბევრი განსაცდელი გამოუვლია დაგავუძელით. მთავარია, მომავალ თაობას ჰქონდეს განცდა, რომ ამ ვაჟკაცების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა.ჩემთვის მთავარია, ეს სულისკვეთება იყოს ერში. ამ სულისკვეთების გარეშე წარმატება არ მოდის. ჩვენიახალგაზრდები სწორედ გიორგის და გელას მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია,მშობლების თაობამ შვილებს გადასცეს ის ფასეულობები, რაც ქართულ ხასიათსა და ჩვენს ტრადიციებშიგამოიხატება”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი რომელაშვილების ოჯახში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, შერიგებისა დასამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან და მრჩეველთანრეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდა.

ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი და კაპრალი გელა რომელაშვილი, რომლებიც გორის ჯავშანსატანკობატალიონში მსახურობდნენ, სიკვდილის შემდგომ ვახტანგ გორგასლის 1-ელი ხარისხის ორდენითდაჯილდოვდნენ.

კომენტარები

მამუკა ბახტაძე 2018-08-08
Tags მამუკა ბახტაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

შემდეგი სტატია

ესპანეთის გამანდგურებელმა ესტონეთის თავზე შემთხვევით რაკეტა გაუშვა

მსგავსი სტატიები

საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების მონტაჟი მიმდინარეობს

საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების მონტაჟი მიმდინარეობს

01 ივლ 2018
“ეს არის ხელისუფლებაში ძალაუფლების შიდა გადანაწილება,” – თარხნიშვილი კუპატაძის გადადგომაზე საუბრობს

“ეს არის ხელისუფლებაში ძალაუფლების შიდა გადანაწილება,” – თარხნიშვილი კუპატაძის გადადგომაზე საუბრობს

30 იან 2019
სოფიო ქაცარავა ერიკ ჰოგს შეხვდა

სოფიო ქაცარავა ერიკ ჰოგს შეხვდა

29 იან 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური  კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

  • მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

    მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

  • საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

    საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

  • ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

    ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

  • ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

    ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge