საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისთვის მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველო არის აგრესორი და ომი დაიწყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ისინი მას სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადების კომენტირებას თხოვდნენ.
„„ქართულ ოცნებას“ არ დაუფიქსირებია არც ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა და ძალიან გთხოვთ, საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ. მეორე – ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, რომ საქართველო არის აგრესორი და ომი დაიწყო, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მით უმეტეს, რუსეთთან ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება შესაძლებელია გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ და ეს ამბავი გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები