NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კალაძე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე – „დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება“

კალაძე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე – „დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება“

08 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა, სამართალი 458 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ, სამგორის რაიონში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რის შედეგადაც, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელმა თავის არეში დაზიანება მიიღო. როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე კანონის ფარგლებში, უმკაცრესად დაისჯება.

„სამგორის რაიონში, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელსა და გარე მოვაჭრეს შორის, რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რომელიც ამ დროისთვის, კლინიკაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდება. ძალიან სამწუხარო ფაქტია. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქალაქში გარე ვაჭრობა არის აკრძალული. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები საკუთარი კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში, მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა კი, განსაკუთრებით, ფიზიკური შეურაცხყოფის გზით, კანონით დასჯადი ქმედებაა, რომელიც არავის ეპატიება. ეს ადამიანები ზრუნავენ ჩვენი ქალაქის იერსახეზე და ამ კონკრეტულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. გამოძიება დაწყებულია და კანონის ფარგლებში, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მიმართა, რომ მათზე დაკისრებული კანონიერი მოვალეობის აღსრულება გააგრძელონ.

„დედაქალაქზე ზრუნვა, მისი იერსახის შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა, ჩვენი – ყველას ერთობლივი საზრუნავია. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ცვლილებების გზით, ჩვენი დედაქალაქი უფრო განვითარებული და უკეთესი გავხადოთ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, არ შევუზღუდოთ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს კანონით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება. კიდევ ერთხელ მინდა ზედამხედველობის სამსახურს დავავალო, გააკეთეთ რაც კანონით გევალებათ იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია გარევაჭრობა, რომელიც ხელს უშლის ადგილობრივ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვინც გადაადგილდება და კანონის შესაბამისად იმოქმედეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები

გარევაჭრობა დაჭრა ზედამხედველობის სამსახური თბილისის მერია კახა კალაძე 2018-08-08
Tags გარევაჭრობა დაჭრა ზედამხედველობის სამსახური თბილისის მერია კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

2018-2019 წლებში დედაქალაქში ავტობუსები სრულად განახლდება

შემდეგი სტატია

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მსგავსი სტატიები

Myvideo.ge კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სასამართლოში უჩივლებს

Myvideo.ge კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სასამართლოში უჩივლებს

02 ივლ 2018

„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით ქვეყანამ წელიწადში 66.75 მლნ. ლარი იზარალა“

19 ოქტ 2017
გუგუტიანთკარში ერთ-ერთი ოჯახი საკუთარი სახლის დემონტაჟს ახდენს, უთხრეს, რომ სამ დღეში უნდა დაცალოს

გუგუტიანთკარში ერთ-ერთი ოჯახი საკუთარი სახლის დემონტაჟს ახდენს, უთხრეს, რომ სამ დღეში უნდა დაცალოს

ირაკლი შალიკაშვილი 16 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

  • აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

    აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

  • იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

    იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

  • საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

    საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge