NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქალ მშვილდოსანთა ნაკრები ევროპის გრან პრის გამარჯვებულია

ქალ მშვილდოსანთა ნაკრები ევროპის გრან პრის გამარჯვებულია

08 აგვ 2018 ახალი ამბები, სპორტი 797 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბულგარეთში მშვილდოსანთა ევროპის გრან პრის გათამაშება გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ქალთა ნაკრები გახდა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდნენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და დედა-შვილი ხათუნა ნარიმანიძე და ციკო ფუტკარაძე.

სამეულმა საკვალიფიკაციო ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა 1 828 ქულით. ფინალამდე კი ესტონეთის, უკრაინის და ბელარუსის ნაკრები დაამარცხა. ფინალში ჩვენმა გუნდმა იაპონიას 5:3 აჯობა და ჩემპიონი გახდა. სოფიაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც გამოვიდა (ლაშა ფხაკაძე, ზურაბ მესტვირიშვილი, ჯაბა მოსეშვილი). ტრიომ საკვალიფიკაციოში 1 915 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა.

პლეი ოფის პირველ წრეში საქართველომ ისრაელს 6:0 მოუგო, მაგრამ მეორე წრეში ასეთივე ანგარიშით დამარცხდა ჰოლანდიასთან. შერეულ წყვილებში ქრისტინე ესებუამ და ლაშა ფხაკაძემ 1272 ქულით კვალიფიკაციაში მე-13 ადგილი დაიკავეს. პირველ წრეში საქართველოს შერეულმა ნაკრებმა საბერძნეთს 5:1 მოუგო, მაგრამ შემდეგ რუსეთთან 1:5 დათმო. რაც შეეხება ინდივიდუალურ პირველობას, ქართველმა ქალებმა და მოსეშვილმა 1/16 ფინალამდე მიაღწიეს.

კომენტარები

გამარჯვება ევროპა ქალების ნაკრები 2018-08-08
Tags გამარჯვება ევროპა ქალების ნაკრები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანჯელინა ჯოლის მტკიცებით ბრედ პიტი შვილებს ფინანსურად არ ეხმარება

შემდეგი სტატია

თუშეთში საერთაშორისო პრინტ ფესტივალი დაიწყო

მსგავსი სტატიები

ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა

ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა

26 თებ 2018
ქაბულში აშშ-ს თავდაცვის მდივანზე თავდასხმა მოხდა

ქაბულში აშშ-ს თავდაცვის მდივანზე თავდასხმა მოხდა

28 სექ 2017

მთავარ პროკურატურაში კიდევ ერთი ბრიფინგი ჩაინიშნა

სოსო ელისაშვილი 16 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge