ესპანეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა Eurofighter Typhoon ესტონეთის საჰაერო სივრცეში, ნატო-ს წვრთნების ფარგლებში, შემთხვევით რაკეტა გაუშვა. რაკეტა საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი. ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 15:44 საათზე მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტა სხვა საფრენ საშუალებას არ მიახლოვებია.
ესპანური Eurofighter Typhoon-ის გარდა, წვრთნებში ფრანგული Dassault Mirage 2000 მონაწილეობდა.
კომენტარები