NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქართული ღვინის დეგუსტაციები კორეასა და სინგაპურში გაიმართა

ქართული ღვინის დეგუსტაციები კორეასა და სინგაპურში გაიმართა

07 აგვ 2018 ახალი ამბები, კულტურა 1176 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
ქართული ღვინის დეგუსტაციები კორეასა და სინგაპურში გაიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media”-ს ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები  სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში გაიმართა.
ქართული ღვინის წარდგენას „აზიის ტური 2018″-ის ფარგლებში, „Meiburg Wine Media”-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად,  მის კულტურასა და ისტორიას, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას აცნობდა.
სამხრეთ კორეაში ქართული ღვინო წარდგენილი იყო სეულის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში „Kwonsooksoo”.  სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ  ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ კერძებთან ერთად. ღონისძიებას  ღვინის იმპორტიორები, ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი შეფასებით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რომლებიც ჰარმონიულად შეეხამება კორეულ სამზარეულოს.
ქართული ღვინო სინგაპურშიც ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად იყო წარმოდგენილი.
სტუმრებმა დააგემოვნეს 10 ქართული კომპანიის ღვინო და ჭაჭა.  საღამოს ღვინის იმპორტიორები, მედიის,  რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. სინგაპურში ასევე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი გაყიდვების მენეჯერებთან.
მიმდინარე წლის ბოლომდე  აზიის ტურის ფარგლებში  ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში – შანხაიში,  მაკაოში, სიამენში, გუანჯოუში, შენჭენსა და ჰონგ-კონგში გაიმართება.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ქართული ღვინისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 7 თვეში სამხრეთ კორეაში ექსპორტმა 40980 ბოთლს მიაღწია (ზრდა 130%), ხოლო – სინგაპურში 40800 ბოთლს (ზრდა 6700%)

კომენტარები

ღვინო 2018-08-07
Tags ღვინო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა

შემდეგი სტატია

პრეზიდენტი: „არაფრის დიდებით არ შევჩერდებით“

მსგავსი სტატიები

„მე ყველა თბილისელის მერი ვიქნები“

„მე ყველა თბილისელის მერი ვიქნები“

14 ნოე 2017

სემეკ-ის ვაკანტურ თანამდებობებზე შონიასა და ნარმანიას კანდიდატურებს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი

22 დეკ 2017
შსს ოჯახში ძალადობის ბოლო სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს

შსს ოჯახში ძალადობის ბოლო სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს

სოსო ელისაშვილი 29 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge