NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: საქართველოს წარმატება არის ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე

ირაკლი კობახიძე: საქართველოს წარმატება არის ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე

07 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 382 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და უფრო სტაბილური ქვეყანაა, ჩვენი ქვეყნის წარმატება არის ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის-2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ” განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ლატვიის, ლიეტუვის,

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცეპრემიერს საქართველოში ჩამოსვლისა და მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, 10 წლის წინ, მათი ქვეყნების ლიდერთა პროტესტმა საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მხარდასაჭერად დარაზმა და ყველაზე მძიმე დღეებში, ქართველ ერს მომავლის რწმენა დაუბრუნა. „ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ქართული დემოკრატიის უმთავრეს კერაში – საქართველოს პარლამენტში. პარლამენტი იყო ის ადგილი,

სადაც ქართველი ხალხის დიდი ძალისხმევით განხორციელდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა; აქ ჩაისახა დემოკრატიული მმართველობა; და განვითარდა ქართული სახელმწიფოებრიობის თანამედროვე სისტემა. პარლამენტი კვლავაც ქართული საპარლამენტო დემოკრატიის ყველაზე მტკიცე საყრდენია, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფლების ერთგულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 10 წლის წინ, აგვისტოს დღეებში, 2008 წელს სწორედ პარლამენტის სასახლის წინ შეიკრიბნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მეთაურები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. თქვენი ქვეყნების ლიდერების მძლავრმა პროტესტმა მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის დარაზმვა საქართველოს მხარდასაჭერად და იმედი მოგვცა ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას, რომ გადარჩებოდა ჩვენი თავისუფლება და ეროვნული დამოუკიდებლობა. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დღეებში თქვენმა გვერდით დგომამ ჩვენს ხალხს მომავლის რწმენა დაუბრუნა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ მეგობარ ქვეყნებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის შემდეგაც.

„თქვენი მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის შემდეგაც, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პირობებში საქართველოს განვითარებისა და წინსვლისათვის. საერთაშორისო ასპარეზზე თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია არა მარტო პოლიტიკური, არამედ მორალური თვალსაზრისითაც”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განცხადებით, აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი, დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანაა და მისი წარმატება რუსეთის აგრესიაზე ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხია. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელ არსებობას განახლებული და უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის პირობებში განაგრძობს და ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია ჩვენი თავისუფლების განმტკიცებისთვის. „თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენ შევძელით, მიგვეღწია მეტი რეგიონული სიმშვიდისა და მშვიდობისათვის. საქართველოს მთავრობის მშვიდობისმყოფელმა პოლიტიკამ შეგვაძლებინა, შეგვემსუბუქებინა ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის მძიმე შედეგები და ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა საერთაშორისო ავტორიტეტი. საქართველო მტკიცედ დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას, რამაც გააძლიერა ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობა, გააძლიერა თავისუფალი მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებების პატივისცემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს საქართველო დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობს განახლებული და უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის პირობებში და ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია ჩვენი თავისუფლების განმტკიცებისთვის. დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება საქართველოში ტრადიციად იქცა, რამაც ჩვენს ხალხს გაუჩინა თავდაჯერებისა და სიამაყის განცდა. ასევე, დემოკრატიისა და თავისუფლების მაღალი ხარისხი შეუძლებელს ხდის საქართველოს დაბრუნებას დიქტატურისა და ძალადობის სივრცეში, რაც განაპირობებს ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს წევრობის დიდ მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა.

კომენტარები

ირაკლი კობახიძე 2018-08-07
Tags ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა

შემდეგი სტატია

„ჩვენ მხარდაჭერას არ ვაცხადებთ ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატის მიმართ“

მსგავსი სტატიები

ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი

ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი

ირაკლი შალიკაშვილი 15 იან 2020

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა

11 სექ 2018
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

22 იან 2018

უახლესი ამბები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge