NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ჩვენი ვიზიტი არის გზავნილი რუსეთისადმი, აგრესორის მიმართ, მათ მიმართ, ვინც არ შეისმინა ჩვენი სიტყვები 10 წლის წინ“

„ჩვენი ვიზიტი არის გზავნილი რუსეთისადმი, აგრესორის მიმართ, მათ მიმართ, ვინც არ შეისმინა ჩვენი სიტყვები 10 წლის წინ“

07 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 492 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების მხრივ ბოლო წლებში სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, რადგან ე.წ ბორდერიზაციის პროცესი დღემდე გრძელდება. მისივე თქმით, ევროკავშირსა და ნატო-ში გაერთიანების მხრივ საქართველო „კარგ გზას ადგას“. ამის შესახებ მან 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს და ამაყები ვართ, რომ შეგვიძლია, შემოგიერთდეთ თქვენს ძალისხმევაში. საქართველო კარგ გზას ადგას, ვგულისხმობ ევროკავშირსა და ნატო-ში გაერთიანების პერსპექტივას. ჩვენი ბალტიისპირეთის გამოცდილებიდან შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი პერსპექტივა არც არსებობდა თითქოს, ამიტომ როცა ჩვენ ორიათასიანების დასაწყისში ვსაუბრობდით ამ თემაზე პარტნიორებთან, გვეუბნებოდნენ, რომ არ გავხდებოდით მაგალითად, ნატო-ს წევრები. რა თქმა უნდა, ასეთი მოტივაცია არ გვშველოდა და ძალიან დიდი სირთულეები იყო ჩვენ მიერ შერჩეულ გზაზე, მაგრამ მთელი ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ვამბობდით, რომ მოდი, არ დავნებდეთ, დრო მოვა“, – განაცხადა ლინკევიჩიუსმა. მისივე თქმით, საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ნატო-ს უსაფრთხოების ოპერაციებში.

გარდა ამისა, ლინკევიჩიუსის აცხადებს, რომ მისი და მისი ევროპელი კოლეგების დღევანდელი ვიზიტი არის გზავნილი არამხოლოდ რუსეთისადმი, არამედ მათ მიმართ, ვინც არ დაიჯერა, რომ რუსეთი საქართველოზე არ შეჩერდებოდა. 

„ჩვენი ვიზიტი ეს არის გზავნილი რუსეთისადმი, აგრესორის მიმართ, მათ მიმართ, ვინც არ შეისმინა ჩვენი სიტყვები 10 წლის წინ, როდესაც ვამბობდით, რომ ეს განმეორდება, ამაზე არ შეჩერდება, ეს კვლავ მოხდება სადღაც სხვაგან. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ყირიმი, ასევე აგრესია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. გაყინული კონფლიქტები სხვაგანაც გვაქვს, ასე რომ ეს არის ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქმედება. ის დაძაბულობას ქმნის მთელს რეგიონში და ხანდახან რაღაც შემოთავაზებებსაც აკეთებს სიტუაციის მოგვარების და ეს შთაბეჭდილებას ქმნის, ვითომ ის გადაწყვეტილებებს გვთავაზობს. ეს არ უნდა იყოს ნორმალური და მისაღები“, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები

2008 წლის ომი აგვისტოს ომი აგრესია ლიეტუვა ლინას ლინკევიჩიუსი ოკუპაცია რუსეთი 2018-08-07
Tags 2008 წლის ომი აგვისტოს ომი აგრესია ლიეტუვა ლინას ლინკევიჩიუსი ოკუპაცია რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ქართულ ოჯახს, ვინც დაკარგა შვილი, დედა, მამა, ძმა, ნათესავი თუ მეგობარი“

შემდეგი სტატია

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა

მსგავსი სტატიები

მარგო რობი სკანდალურად ცნობილი მოციგურავის როლში (ტრეილერი)

20 ოქტ 2017
ტრამპის თქმით, ნატო-ს წევრები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე დაიყოლია

ტრამპის თქმით, ნატო-ს წევრები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე დაიყოლია

12 ივლ 2018
ივანიშვილი: „მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა“

ივანიშვილი: „მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა“

11 მაი 2018

უახლესი ამბები

  • მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

    მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

  • ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

    ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

  • უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

    უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

  • დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

    დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

    მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

  • გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

    გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

  • ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

    ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

  • ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

    ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

  • ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

    ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge