NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოში ვიზიტად მყოფმა სტუმრებმა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოში ვიზიტად მყოფმა სტუმრებმა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

06 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 740 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში ვიზიტის დაწყების აღსანიშნავად, პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად პატივი მიაგეს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხსოვნას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტ კაჩინსკის უმნიშვნელოვანეს როლს როგორც საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების განვითარებაში, ასევე საქართველოს ევროპული და ეროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში. საქართველოსადმი ერთგულების თვალსაჩინო გამოხატულებად შეფასდა პრეზიდენტ კაჩინსკის მხრიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველი ხალხისადმი გამოხატული სოლიდარობა და საქართველოში ვიზიტი.

„პრეზიდენტი კაჩინსკი იყო საქართველოს დიდი მეგობარი, რომელიც იმ მძიმე წუთებში იყო საქართველოს გვერდით, რაც არასდროს დაგვავიწყდება. იგი გახლდათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ერთ-ერთი ინიციატორი, ამ მიმართულებით საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და პროგრესი და ყველა ის ქვეყანა, რომლის წარმომადგენელიც დღეს საქართველოში იმყოფება გახლავთ ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე თბილისს ეწვივნენ პოლონეთის (იაცეკ ჩაპუტოვიჩი), ლიეტუვის (ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი), ლატვიის (ედგარს რინკევიჩსი) საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის (პავლო როზენკო) ვიცეპრემიერ მინისტრი.

კომენტარები

აგვისტოს ომი დავით ზალკალიანი ლეხ კაჩინსკი პოლონეთი 2018-08-06
Tags აგვისტოს ომი დავით ზალკალიანი ლეხ კაჩინსკი პოლონეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ ტყიბულის შახტებში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით 7 პირი დააკავა

შემდეგი სტატია

„ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ“

მსგავსი სტატიები

რა უნდა იცოდეს მართვის მოწმობის აღების მსურველმა პრაქტიკულ გამოცდაზე გასასვლელად

რა უნდა იცოდეს მართვის მოწმობის აღების მსურველმა პრაქტიკულ გამოცდაზე გასასვლელად

12 ივნ 2018

სტივენ სპილბერგის ახალი ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა

11 დეკ 2017
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას მოქალაქის სასარგებლოდ 3 000 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას მოქალაქის სასარგებლოდ 3 000 ევროს გადახდა დააკისრა

07 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

  • “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

    “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

  • ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

    ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

  • მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

    მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

  • შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

  • სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

    სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

  • მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

    მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

  • ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

    ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

  • დავსხდებით საუბრისთვის, როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლიან არჩევნებამდე

    დავსხდებით საუბრისთვის, როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლიან არჩევნებამდე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge