საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.
ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
„მინდა გითხრათ ოფიციალურად, რომ მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არ მომხდარა ერთ დღეში გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის უპარტიო დეპუტატმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით უკვე მიმართა.
კომენტარები