ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ისევე ვერ დაინახავენ, როგორც თავიანთ ყურებს, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „სპუტნიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ის „სამხრეთ ოსეთის“ გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტზე საუბრობდა.
„სამხერთ ოსეთისთვის ეს ტრანზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. შეუფასებელია. ის მნიშვნელოვანია თავად საქართველოსთვისაც და აზერბაიჯანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ირანისთვის და თურქეთისთვის. სამწუხაროდ საქართველო არ ითვალისწინებს ამ სახელმწიფოების ინტერესებს. ის ცდილობს, რომ სამხრეთ ოსეთი ამ პროექტის მიღმა დარჩეს მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ზარალდება.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის ხელმძღვანელი, რომელსაც პოლიტიკური სიმამაცე ეყოფა აღიაროს დღევანდელი რეალობა და უახლოეს პერსპექტივაში ასეთი პოლიტიკოსი არ მოჩანს. მე როგორც მესმის, თვითონ ქართული საზოგადოებაა ამის წინააღმდეგ განწყობილი, თუმცა მათ ესმით, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ვერ დაინახავენ ისევე, როგორც თავიანთ ყურებს. თუმცა, საქართველოს ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს, რომ სამხრეთ ოსეთს, როგორც სრულფასოვან პარტნიორს უნდა ესაუბროს. ჩვენ სახელმწიფო გვაქვს და ეს გზა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სრულფასოვანი პარტნიორობის გარეშე ვერ იფუნქციონირებს“, – დასძინა მან.
კომენტარები