ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 91-ს მიაღწია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გარდაცვლილების გარდა, კუნძულზე ასობით ადამიანი დაშავდა.
ამჟამად ლომბოკიდან და მიმდებარე კუნძულებიდან 1000-მდე ტურისტის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ინდონეზიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება. საგანგებო სამსახურების წარმომადგენელთა თქმით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა 5 აგვისტოს, საღამოს მოხდა. გეოლოგების შეფასებით, სტიქიის სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღწევდა. გამოცხადდა ცუნამის საფრთხეც, თუმცა რამდენიმე საათში გაფრთხილება გააუქმეს.
კომენტარები