NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»2018 წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა

2018 წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა

06 აგვ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 834 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 124% (166 032 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი – 67% (50 062), პოლონეთი – 32% (1 886 618), აშშ – 4% (244 374), ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი – 390% (84 654), ჩეხეთი – 68% (30 456), გერმანია – 32% (308 734), ლიეტუვა – 21% (265 062), ნიდერლანდები – 17% (38 799), ლატვია – 16% (966 726), ესტონეთი – 7% (329 304) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი 81% (140 370), ყაზახეთი – 41% (1 996 860), უკრაინა – 38% (5 040 319), რუსეთი – 20% (28 564 609), ბელარუსი 4% (846 822) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (28 564 609), უკრაინა (5 040 319), ჩინეთი (3 514 066), ყაზახეთი (1 996 860) და პოლონეთი (1 886 618).

ამასთან, იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9,9 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის 7 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 7% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 114%. სულ ექსპორტირებულია 638,5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 126%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 173,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კომენტარები

ექსპორტი ქართული ღვინო ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის ექსპორტი 2018-08-06
Tags ექსპორტი ქართული ღვინო ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის ექსპორტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ერთი პირი დააკავა

შემდეგი სტატია

ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს

მსგავსი სტატიები

„განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების საკითხი“

„განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების საკითხი“

21 ივნ 2018
ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდება – ინიციატივა პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება

ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდება – ინიციატივა პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება

31 იან 2019

„ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ ამბებიდან ძალიან მალე გიორგი გახარია პრემიერმინისტრი გახდება?“

14 მაი 2018

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge