რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
„საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტის“ ეთერში.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა ალიანსის მზაობა, თავის რიგებში საქართველო მიიღოს, თუმცა კონკრეტული თარიღი დასახელებული არ იყო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთი “უკიდურესად ნეგატიურად” მიიჩნევს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.
კომენტარები