NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პოლიციამ წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი და მასთან ერთად 2 პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის, 1 პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა

პოლიციამ წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი და მასთან ერთად 2 პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის, 1 პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა

03 აგვ 2018 ახალი ამბები, სამართალი 400 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი:

1962 წელს დაბადებული რ.დ., 1991 წელს დაბადებული გ.კ. და წალენჯიხის რაიონული საკრებულოს თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული უ. მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1994 წელს დაბადებული რ. კ. კი დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა,

რომ რ.დ. და გ.კ. მიმდინარე წლის 12 ივლისს თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მომხდარი გ.ს.-ს მკვლელობის ფაქტის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ. მათ იცოდნენ მომხდარი მკვლელობის დეტალები, თუმცა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველებს არ შეატყობინეს და ბრალდებულს მიმალვაში შეუწყეს ხელი.
მათი დახმარებით, გ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული და ამჟამად ძებნილი ე.მ. წალენჯიხაში ჩავიდა და უ. მ.-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში 2 დღის განმავლობაში იმალებოდა. იგი უ. მ.-ს დახმარებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფარულად გადასვლას გეგმავდა.
პოლიციამ რ.დ. და გ.კ. თბილისში, ხოლო უ. მ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წალენჯიხაში დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რ. კ. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაუსწრებლად იქნა მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ იგი მესტიაში დააკავა. რ. კ. მკვლელობის დროს ე.მ.-სთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მკვლელობის შემდეგ კი მიიმალა და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

5 ადამიანი დანაშაული პოლიცია 2018-08-03
Tags 5 ადამიანი დანაშაული პოლიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გახარია და შოთაძე მიიჩნევენ, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით რა გამოძიებაც უნდა დაწყებულიყო, დაწყებულია

შემდეგი სტატია

უცხო ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

მსგავსი სტატიები

შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

16 ნოე 2017
საძიებო სისტემა Flatfy-მ ახალაშენებული და მშენებარე სახლების, კორპუსებისა და კომპლექსების კატალოგი გამოსცა

საძიებო სისტემა Flatfy-მ ახალაშენებული და მშენებარე სახლების, კორპუსებისა და კომპლექსების კატალოგი გამოსცა

magda 25 მაი 2018
„მასშტაბი არ გქონდათ იმხელა, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს“

„მასშტაბი არ გქონდათ იმხელა, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს“

სოსო ელისაშვილი 01 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge