კომისიის წევრების მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ დაისმა შეკითხვა, გასცა თუ არა მან განკარგულება,
რომ დადგენილიყო სუბელიანის როლი მომხდარ ფაქტში, რაზეც ირაკლი შოთაძემ განმარტა, რომ რადგან ბავშის მამა იყო პროკურატურის თანამშრომელი, პირველ რიგში მან გასცა განკარგულება, დადგენილიყო რა როლი ჰქონდა არასრულწლოვანს მკვლელობის ნაწილში: „ვინაიდან ჩვენი თანამშრომლის შვილიფიგურირებდა, გავეცი მე კონკრეტული მითითება, მაგრამ იმ მითითების გაცემა, რომ გამოიკვეთოსბრალდებული მითუმეტეს მკვლელობის საქმეზე, იქ ჩემი ჩარევის საჭიროება არა არსებობს და არარსებობს არც ერთ შემთხვევაში.
მაგრამ ამშემთხვევაში იყო კონკრეტული ფაქტი, სადაცსაუბარი იყო მირზა სუბელიანის შვილის შესაძლომონაწილეობაზე და ჩემთვის განსაკუთრებულიინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. ჩემიმოსაზრება დღევანდელი გადმოსახედიდან ის არის, რომ ჩატარდა ყველსა საგამოძიებო მოქმედება დადადგინდა, რომ მირხა სუბელიანის შვილსარანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილმკვლელობასთან. ეს არის ჩემი პასუხი“.
კომენტარები