NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გახარია: „ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“

გახარია: „ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“

03 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 1165 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხვის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ არ მოვსულვართ აქ ოპოზიციურ პარტიასთან, მოვედით კომისიასთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ გამოძიება გრძელდება და ეს არის პროცესი. სასამართლოში გრძელდება ძირითადი ნაწილი გამოძიების, რომელიც ახლა მეორე ინსტანციაში, გამოყოფილი საქმე გრძელდება და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ამ საქმის ფარგლებში, ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

მეორე: რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ დღეს და ამიტომ გავეცით ყველა კითხვას ჩვენ პასუხი რომელიც იყო და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ კომისია საპარლამენტო-საგამოძიებო შეიქმნა იმის დასადგენად,  გამოძიების პროცესში, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ და ხაზგასმით აღვნიშნავ, ჯერ არ დასრულებულა. იყო თუ არა რაიმე სახის ხარვეზები შესაბამისად ამის დადგენა არის კომისიის ფუნქცია.  ჩვენ დღეს კომისიას ოფიციალურად მე პირადად ვუთხარი, რომ თუ კომისია გამოავლენს ისეთ ხარვეზებს, რომელსაც პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ზეგავლენა ჰქონდა საბოლოო შედეგზე ამ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის და ადეკვატურ ღონისძიებებს გავატარებთ. ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჩამოთვალეს, დღეს კომისიას არ აქვს დადგენილი პირდაპირ კავშირში არის თუ არა საბოლოო შედეგთან.  თუ კომისია, რომელიც უკვე მუშაობს ორ თვეზე მეტია, დაადგენს, რომ ასეთი კავშირი იყო, რა თქმა უნდა ეს იქნება ჩვენთვის მთავარი და ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენ ველოდებით კომისიის დასკვნას და ის, რასაც დღეს კომისია ცდილობდა, ცოტათი უფრო მეტს მოველოდი მათგან,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

გიორგი გახარია პარლამენტი შსს 2018-08-03
Tags გიორგი გახარია პარლამენტი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მთის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“

შემდეგი სტატია

„ეს იყო ნამდვილად ერთნახევარი კითხვა“

მსგავსი სტატიები

გრიგოლ გეგელია: „ქართულ ოცნებას” ევროპაში საკუთარი პოლიტიკური ოჯახიდან რიცხავენ

გრიგოლ გეგელია: „ქართულ ოცნებას” ევროპაში საკუთარი პოლიტიკური ოჯახიდან რიცხავენ

ნინო ჩხეიძე 29 აპრ 2023
„ევროპული საქართველოს“ არ დაუჭერს მხარს ცვლილებებს, რომლითაც მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს

„ევროპული საქართველოს“ არ დაუჭერს მხარს ცვლილებებს, რომლითაც მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს

ირაკლი შალიკაშვილი 19 მაი 2020
ავლაბარში ისტორიული მოაჯირის აღდგენა იგეგმება

ავლაბარში ისტორიული მოაჯირის აღდგენა იგეგმება

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge