NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გახარია და შოთაძე მიიჩნევენ, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით რა გამოძიებაც უნდა დაწყებულიყო, დაწყებულია

გახარია და შოთაძე მიიჩნევენ, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით რა გამოძიებაც უნდა დაწყებულიყო, დაწყებულია

03 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 661 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, ოთარ კახიძის მიერ დასმულ კითხვას, თვლიდნენ თუ არა შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე , რომ დასაწყებია გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს, ხომ არ იყენებდა მირზა სუბელიანი სამსახურეობრივ მდგომარეობას ან პირად ნაცნობობას იმისთვის, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის.

ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალოს, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დასმულ შეკითხვას.

„ძალიან თეორიული შეკითხვაა და თეორიულ პასუხს გაგცემთ. იმისთვის, რომ თქვენს თეორიულ შეკითხვაზე რაიმე პასუხი მივიღოთ, პირველ რიგში უნდა დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საბოლოო შედეგთან. რეალურად, მირზა სუბელიანი, მისი შვილი და მისი ნათესავები არიან ერთეულები იმ მცირეოდენ ადამიანებს შორის, ვინც მაშინაც თანამშრომლობდა გამოძიებასთან და დღესაც თანამშრომლობს. რეალურად, დაველოდებით კომისიის დასრულებას, რომლის ძირითადი მიზანიც არის, რომ გამოვავლინოთ ის შესაძლო პროცედურული დარღვევები, ან უფლებამოსილების გადამეტება და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ თქვენთან ერთად ამ საქმეზე. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალოს. ველოდებით თქვენს დასკვნას, ამისთვის ხართ შექმნილი“, – განაცხადა გახარიამ.

არაც შეეხება ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ის გამოძიება, რაც უნდა დაწყებულიყო მირზა სუბელიანის მიმართ, დაწყებულია.

„ფაქტობრივი გარემოებები შეფასებულია, ის გამოძიება, რაც მირზა სუბელიანის მიმართ უნდა დაწყებულიყო, დაწყებულია. იმაზე, რა შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტიც შეიძლება ყოფილიყო ჩადენილი, სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული და სხვა რაიმე ფაქტზე რომ ყოფილიყო გამოძიება დასაწყები, დაიწყებოდა. ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდა“, – აღნიშნა შოთაძემ.

კომენტარები

გიორგი გახარია ირაკლი შოთაძე მირზა სუბელიანი საგამოძიებო კომისია 2018-08-03
Tags გიორგი გახარია ირაკლი შოთაძე მირზა სუბელიანი საგამოძიებო კომისია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შოთაძე კახიძეს: „პოტენციური ეჭვმიტანილი“ – მსგავსი ტერმინის გამოყენება, როდესაც საქმე ეხება დევნას, არასწორი და მიუღებელია“

შემდეგი სტატია

პოლიციამ წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი და მასთან ერთად 2 პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის, 1 პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა

მსგავსი სტატიები

ლუქსემბურგის კინოფესტივალზე ქართული ფილმის , “ნამე”-ს ჩვენება გაიმართა

სოსო ელისაშვილი 10 ოქტ 2018
„საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა“ – გერმანიის მთავრობამ კანონპროექტი დაამტკიცა

„საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა“ – გერმანიის მთავრობამ კანონპროექტი დაამტკიცა

19 ივლ 2018
ბახტაძე: „მაშინდელმა მთავრობამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის სცენარის განხორციელებას“

ბახტაძე: „მაშინდელმა მთავრობამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის სცენარის განხორციელებას“

09 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge