ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოიკითხებიან. 1tv.ge-ის ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერ უცნობია, ვინ გამოიკითხებაპირველი, თუმცა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თეა წულუკიანი ბოლოს დაიკითხება.
საგამოძიებო კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან შეკითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ექნებათ. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კითხვები ძირითადად იმ საკითხებს შეეხება, თუ რამდენად კმაყოფილები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები ჩატარებული გამოძიებით, ასევე როგორ აფასებენ მომხდარს და როგორია მათი დამოკიდებულება ამ საკითხზე.
კომენტარები