NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბათუმის ცენტრში, მაკდონალდსის კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა

ბათუმის ცენტრში, მაკდონალდსის კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა

03 აგვ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 615 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თანამედროვე გარემო, განსხვავებული ინტერიერი და მაღალი დონის მომსახურება – ბათუმის ახალი მაკდონალდსი მომხმარებლების საყვარელ ადგილად იქცა. თუ ბათუმში ხართ და ევროპის მოედანზე მოხვდით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს მაკდონალდსის რიგით მეორე რესტორანი.

რესტორანი ორ სართულზეა განლაგებული, სტუმრებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი კი გარე ტერასაა, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს დაისვენოს და მიირთვას ღია ცის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ რესტორანში დანერგილია ყველა  ინოვაციური მომსახურება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიების და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ  და დახვეწილ მოდელს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც შესაკვეთი კიოსკის აპარატით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით, რომელიც გულისხმობს შეკვეთის სასურველ მაგიდასთან მიღებას, ამისთვის კი მხოლოდ შესაკვეთ კიოსკზე შესაბამისი ოფციის მონიშვნა და ნომრის აღებაა საჭირო. რესტორანში მოსულ მომხმარებლებს, სტუმართმოყვარეობის ლიდერი დახვდება, რომელიც უფრო კომფორტულს და სასიამოვნო ხდის სტუმრობას.

ბათუმის „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორნის პროექტი შესრულებულია ავსტრიულ კომპანია Schloffer-ის მიერ, მშენებლობისთვის გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ბუნებრივი სამშენებლო მასალები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებზე. მაკდონადსში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, რესტორანი აღჭურვილია  შვეიცარიული კომპანია Franke-ს დანადგარებით.

ბათუმის მეორე „მაკდონალდსის“ ინვესტიცია ჯამურად შეადგენს  8 280 000 ლარს. დღეისთვის მაკდონალდსის ქსელში საქართველოს მასშტაბით 1000-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22  წელია. კომპანიის მიერ გახსნის დღიდან საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 75,690,517  ლარს შეადგენს.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 14 ობიექტს მოიცავს.

[R]

კომენტარები

ბათუმი მაკდონალდს საქართველო მაკდონალდსი 2018-08-03
Tags ბათუმი მაკდონალდს საქართველო მაკდონალდსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ტრაპეზი გაიმართა

შემდეგი სტატია

„როგორც კანონმორჩილი მოქალაქე გამოვცხადდი კომისიის წინაშე“

მსგავსი სტატიები

„მინდა წარმოგიდგინოთ დოკუმენტები და ჟურნალისტებს გადავცე შემდგომ ეს მასალა“

სოსო ელისაშვილი 23 ოქტ 2018

„იძულებული ვხდები, „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუჭირო მხარი“

19 ნოე 2018

გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია თანამდებობიდან გაათავისუფლეს

02 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge