საიტი radiotavisupleba.ge აქვეყნებს წერილს:”ცარ-ში მოკლული ჟურნალისტები „პუტინის მზარეულის“ ოქროს ეძებდნენ”, გთავაზობთ ამონარიდს:
“სულ ახალ-ახალი ინფორმაციები ჩნდება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტების იქ ჩასვლის მიზეზების შესახებ. თავდაპირველი ვერსიით, ორხან ჯემალი, ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი ამზადებდნენ დოკუმენტურ ფილმს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შესახებ, რომლის ვინაობაც ფართოდ ცნობილი გახდა სირიაში ამ დაჯგუფების მებრძოლებზე აშშ-ის ავიაციის მიერ თებერვალში განხორციელებული საავიაციო იერიშის შემდეგ. კერძოდ, ისინი აპირებდნენ მოხვედრას ოქროს საბადოებზე, რომელზეც მომპოვებელ სამუშაოებს აწარმოებს „პუტინის მზარეულად“ ცნობილი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის, რუსული კომპანია.”
კომენტარები