2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე ერთადერთი უმაღლესი ქულა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონს 55-ე საჯარო სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, დევი ონიანმა მიიღო.
დევი ონიანი ოლიმპიადების აქტიური მონაწილეა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციებით ირკვევა, ის სხვადსხვა პრიზების მფლობელია ინტელექტუალურ კონკურსებში.
წელს 38 ათასი აბიტურიენტიდან, ბარიერი ზოგად უნარებში 13%-მა ვერ გადალახა.
2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში რთულ ვარიანტად II ვარიანტი დასახელდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ყველაზე რთულად II ვარიანტი გამოცხადდა.
კომენტარები