გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 1 აგვისტოს, დღის ბოლოდან, 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
კომენტარები