NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საქართველომ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის სანდო და ერთგული პარტნიორი“

„საქართველომ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის სანდო და ერთგული პარტნიორი“

01 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 602 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საქართველომ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის სანდო და ერთგული პარტნიორი“ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას. ნატო მკაფიოდ აღიარებს იმ ხელშესახებ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცებისა და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციით. ამის ნათელი დადასტურებაა ბრიუსელის ივლისის სამიტის ფარგლებში მიღებული ნატო-საქართველოს ერთობლივი დეკლარაციისა და ივლისის სამიტის დეკლარაციაში ასახული საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა. ამასვე მოწმობს, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე, პრემიერ მინისტრის პირველივე საერთაშორისო ვიზიტისას ბრიუსელში ნატოს მხრიდან გაჟღერებული გზავნილები, რომ დღეს საქართველო წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად, სამაგალითო, დასაყრდენ პარტნიორს, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

კომენტარები

აშშ თავდაცვის მინისტრი ნატო ღირსეული პარტნიორი წვრთნები 2018-08-01
Tags აშშ თავდაცვის მინისტრი ნატო ღირსეული პარტნიორი წვრთნები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, საიდან აქვს ეს მინიმალური მხარდაჭერა ხელისუფლებას“

შემდეგი სტატია

„შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს“

მსგავსი სტატიები

2019 წლიდან ოქროსფერ 50-თეთრიანებს მხოლოდ ეროვნულ ბანკში გადაცვლიან

2019 წლიდან ოქროსფერ 50-თეთრიანებს მხოლოდ ეროვნულ ბანკში გადაცვლიან

01 ნოე 2018
ვაპირებდით, რომ “ნაცმოძრაობას” პარლამენტში წყლის თოფებით დავხვედროდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, რადგან ამას “პოლიტიკური კუდები“ მოებმებოდა

ვაპირებდით, რომ “ნაცმოძრაობას” პარლამენტში წყლის თოფებით დავხვედროდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, რადგან ამას “პოლიტიკური კუდები“ მოებმებოდა

ირაკლი შალიკაშვილი 31 მაი 2021
მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო სისტემა არჩევნებამდე არ ჩამოიშალოს, რადგან თუ „ოცნება“ ჩამოიშლება, ქვეყანაში შეიძლება სხვა პროცესები წავიდეს

მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო სისტემა არჩევნებამდე არ ჩამოიშალოს, რადგან თუ „ოცნება“ ჩამოიშლება, ქვეყანაში შეიძლება სხვა პროცესები წავიდეს

ირაკლი შალიკაშვილი 25 მაი 2020

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge