პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის სამართალდამცველებმა ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი დააკავეს. სოზაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ვაკე-საბურთალოს პოლიციასთან საკუთარი ავტომობილიდან პირადი ნივთების ამოსაღებად მივიდა. დაკავებას წინ ბიზნესმენსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. სოზაშვილის მეუღლე, ანი მურვანიძე პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ სოზაშვილი ჯერ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შემდეგ კი პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
„მივედით ტერიტორიაზე, სადაც იყო ჩვენი მაინერები განთავსებული, გვინდოდა პირადი ნივთების ამოღება, რადგან აპარატებთან ერთად ყველაფერი წაიღეს, იქ იყო პირადი მოხმარების საგნები, შესაბამისად, რაღაცების აღება გვინდოდა და ამის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა, აგრესიაზე გადმოვიდა თვითონ პოლიციის თანამშრომელი, შემდგომ დააკავეს, ჰყავდათ იქვე პოლიციაში და შემდგომ გადმოიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში“,-განაცხადა ანი მურვანიძემ.
კომენტარები