NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 11% – „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% – „ევროპულ საქართველოს“, 3% კი – „ლეიბორისტულ პარტიას“. გამოკითხულთა 30% კი აცხადებს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 15% კი არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით.
კომენტარები