NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა

ირაკლი კობახიძე: ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა

01 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 785 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018″ (Noble Partner) გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

M

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ღირსეული პარტნიორის” წვრთნები კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, სხვა პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებულ ძალზედ მჭიდრო და  მზარდ თანამშრომლობას. მისივე თქმით, პარტნიორობა რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენაა მიმართული.

„მნიშვნელოვანია, რომ წვრთნებში მონაწილეობას იღებენ როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოები, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნები. ჩვენი საერთო პარტნიორობა ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო და მეგობრულ საგარეო პოლიტიკას. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამყარება საქართველოს უმნიშვნელოვანესი სამხედრო-პოლიტიკური პრიორიტეტია”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, „ნიშანდობლივია, რომ წლევანდელი, რიგით მეოთხე „ღირსეული პარტნიორი” რუსეთის აგრესიის მეათე წლისთავს ემთხვევა”.

„საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობა დაბეჯითებით მოითხოვს ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის შეჩერებას და რუსეთის ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან. ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების დამსახურებაცაა.

ქართული ჯარი დგას ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე და ჩვენი ხალხის სიყვარულით და პატივისცემით სრულიად დამსახურებულად სარგებლობს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის.

„დღეს შექმნილ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ქართული ჯარის სამეთაურო შემადგენლობას „ღირსეული პარტნიორი” საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ წვრთნები და დაგეგმოთ  მაღალი სირთულის ოპერაციები.

ჩვენი საერთაშორისო ძალისხმევის სადემონსტრაციოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენი სამხედროები სამშობლოს ემსახურებიან შორეულ ქვეყნებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ, ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს, საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

2018-08-01
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

შემდეგი სტატია

თიბისი ბანკის ინიციატივით იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდება

მსგავსი სტატიები

“დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა”

“დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა”

ნინო ჩხეიძე 12 ნოე 2020
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა

22 ივნ 2018
მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ეს ხელმოწერა მართლაც კარგი ნიშანია იმის, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს

მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ეს ხელმოწერა მართლაც კარგი ნიშანია იმის, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს

ირაკლი შალიკაშვილი 02 სექ 2021

უახლესი ამბები

  • იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

    იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

  • მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

    მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

  • ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

    ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

  • გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

    გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

  • ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

    ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

  • შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

    შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

  • მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

    მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

  • არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

    არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

  • ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

    ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge