NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების უკან კრემლი პოლიტიკურ მოტივს ხედავს

რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების უკან კრემლი პოლიტიკურ მოტივს ხედავს

01 აგვ 2018 მსოფლიო 496 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სერგეი ლავროვი პოლიტიკურ მოტივს ხედავს სომხეთის ახალი ხელმძღვანელობის ქმედებაში ყოფილი ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც ანტიკორუფციული კამპანიის სამიზნეს წარმოადგენდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 31 ივლისს განცხადება გააკეთა, მას შემდეგ რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს, ბრალად წაუყენეს 2008 წელს მისი მემკვიდრის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლის ძალადობრივი ჩახშობა.

ქოჩარიანი 27 ივლისს დააპატიმრეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოსვლების სისხლში ჩახშობის ბრალდებით. იმავე დღეს ბრალი წაუყენეს იური ხაჩატუროვს, სომეხ მეთაურს კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რომელსაც რუსეთი მართავს. მასაც, ქოჩარიანის მსგავსად, ბრალად წაუყენეს 2008 წელს საკონსტიტუციო წესრიგის დარღვევა ათი დემონსტრანტის დახოცვასთან კავშირში.

ხაჩატუროვიცა და ქოჩარიანიც უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.

„ბოლო დღეების მოვლენები ეწინააღმდეგება სომხეთის ახალი ხელისუფლების ამასწინანდელ განცხადებას, რომ არ იგეგმება პოლიტიკურ საფუძველზე წინამორბედების დევნა“განაცხადა  ლავროვმა და განმარტა: „მოსკოვი, როგორც მოკავშირე, ყოველთვის დაინტერესებული იყო სომხეთის სტაბილურობით და, შესაბამისად, რაც იქ ახლა ხდება, ჩვენთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს“.

ლავროვის სამინისტრომ შეშფოთებით მიმართა სომხეთის ხელისუფალთ და განაცხადა, რომ მოელის მათგან „კონსტრუქციულ“ პასუხს.

ლავროვის ეს კომენტარი კრემლის მხრიდან სომხეთის ახალი ხელისუფლების, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის მისამართით პირველი საყვედურია მას მერე, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა.

კომენტარები

დაპატიმრება კრემლი ნიკოლ ფაშინიანი რობერტ ქოჩარიანი სერგეი ლავროვი სომხეთი 2018-08-01
Tags დაპატიმრება კრემლი ნიკოლ ფაშინიანი რობერტ ქოჩარიანი სერგეი ლავროვი სომხეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“საშინელი სიტუაციაა შექმნილი და გენერალურმა პროკურორმა უნდა შეწყვიტოს ეს ფალსიფიცირებული კუდიანებზე ნადირობა”

შემდეგი სტატია

Victoria’s Secret-ის მოდელი კარ­ლი კლო­სი დონალდ ტრამპის ოჯახის წევრი ხდება

მსგავსი სტატიები

მატარებლის რელსებიდან გადასვლას მსხვერპლი მოჰყვა

19 დეკ 2017
დამანგრეველი მიწისძვრა  ალიასკაზე – გამოცხადდა ცუნამის განგაში

დამანგრეველი მიწისძვრა ალიასკაზე – გამოცხადდა ცუნამის განგაში

01 დეკ 2018
მთავრობამ სომხეთის ავტომაგისტრალის მშენებელ ჩინურ „სინოჰიდროს“ ინჟინრ-სპეციალისტების შეცვლა მოსთხოვა

მთავრობამ სომხეთის ავტომაგისტრალის მშენებელ ჩინურ „სინოჰიდროს“ ინჟინრ-სპეციალისტების შეცვლა მოსთხოვა

19 იან 2018

უახლესი ამბები

  • როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა

    როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა

  • “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

    “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

  • შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

    შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

  • “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

    “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

  • რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

    რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

  • უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

    უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

    ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

  • ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

    ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

  • მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

    მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge