NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული პროტეინი ამოიღო

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული პროტეინი ამოიღო

31 ივლ 2018 ახალი ამბები, სამართალი 415 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში,  ბრალდებულმა,  ერთ-ერთი კომპანიის სახელით, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით, ტრანზიტით საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები დააფიქსირა, თითქოსდა მას 11 250 კგ რძის ფხვნილი შემოჰქონდა. თუმცა, ექსპერტიზით დადგინდა, რომ რეალურად, ბრალდებული 773 190 ლარის საბაჟო ღირებულების პროტეინის გადატანას ახდენდა.

ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მისივე მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილით, საქართველოში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ტრანზიტით შემოიტანა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 63 988 ლარს შეადგენს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

პროტეინი საგამოძიებო სამსახური ფინანსთა სამინისტრო 2018-07-31
Tags პროტეინი საგამოძიებო სამსახური ფინანსთა სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სადახლოს გორაკზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

შემდეგი სტატია

პრემია „საბას“ ჟიურიმ 2018 წლის ფინალისტები დაასახელა

მსგავსი სტატიები

სოფიო ქაცარავა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შონ ო ფარელს შეხვდა

სოფიო ქაცარავა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შონ ო ფარელს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018
პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დააკავა

პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დააკავა

14 თებ 2018
როგორ ცხოვრობენ დევნილები ომის მე-9 წელს წეროვანში ?

როგორ ცხოვრობენ დევნილები ომის მე-9 წელს წეროვანში ?

28 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge