სადახლოს გორაკზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა ცეცხლი ნაწილობრივ ლოკალიზებულია. ხანძარი საქართველო-სომხეთის საზღვართან, ბუჩქნარს გაუჩნდა. დამწვარია 70 ჰექტარი ფართობი, აქედან 20 საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ტერიტორიაზე კვლავ რჩება მცირე კერები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორის ალექსანდრე ხვადაგიანის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას 120 მეხანძრე-მაშველი 12 ავტოცისტერნის განმავლობაში მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა, მისივე განცხადებით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„ხანძარი ლოკალიზებულია, ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 120 მეხანძრე-მაშველი, 12 სახანძრო ავტოცისტერნა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. დამწვარია დაახლოებით 20 ჰექტარი ფართობი. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ექმნება, დაახლოებით 8-10 კილომეტრი არის აქედან დაშორებული, სრულად ვართ მობილიზებულები და გამორიცხულია, რომ ხანძარმა დასახლებულ პუნქტამდე მიაღწიოს“,-განაცხადა ხვადაგიანმა.
კომენტარები