ოთხშაბათს, 1 აგვისტოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2018 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, რეფორმებთან, მიმდინარე მოვლენებთან, გარემოს დაცვასთან, საპრეზიდენტო არჩევებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 1 აგვისტოს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“. კვლევის შედეგები სრულად, პოლიტიკური ნაწილის ჩათვლით, გამოქვეყნდება 1 აგვისტოს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კომენტარები