1 აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება. ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაცმძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.
ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადასაყვანად, ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს.
ბ) ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში, 50ლარს.
გ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტოსაშუალებით მგზავრთა გადაყვანა ნებართვისგაცემის საფასურისგან სრულად თავისუფალია.
სანებართვო მოწმობა, რომელსაც მძღოლი ელექტრონულად მიიღებს, შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების ვადისგანმავლობაში, ვალდებულია:
კონტროლის განმახორციელებელი უწყება უფლებამოსილია, წლის განმავლობაში, ნებისმიერდროს და შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევსადმინისტრაციულ ჯარიმას ან ნებართვის შეჩერებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის მერიას და რაიონულ გამგეობებს.
კომენტარები