NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ რაბიოლოგს“

„ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ რაბიოლოგს“

30 ივლ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 5387 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ რაბიოლოგს, მაშინაც კი თუკი ცხოველი იყო აცრილი, – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რისკი იმატებს თუკი დაკბენა ნერვული დაბოლოებების არეალებში მოხდა, მაგალითად თითებზე, თავის არეში და ა.შ. მისივე თქმით, ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევები წინა წელთან შედარებით გაზრდილი არ არის, თუმცა, მისი თქმით, მსგავს შემთხვევებს პატრონიანი ძაღლებისგან უფრო ხშირად აქვს ადგილი, ვიდრე მიუსაფარი ცხოველებისგან.

„ვერ ვიტყვით, რომ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევები გახშირებულია, თუმცა გაზაფხულსა და ზაფხულში სტანდარტულად მეტია ხოლმე იმიტომ, რომ ლეკვების დაბადების პერიოდში დედა შეიძლება უფრო აგრესიული იყოს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დაკბენის ფაქტები უფრო მეტია პატრონიანი ცხოველისგან, ვიდრე მიუსაფარი ცხოველებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც ცხოველი ჰყავს სახლში, აცრილი ჰყავდეს, როგორც ცოფზე, ასევე კომპლექსურებზე. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრონები საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს ცოფზე არ ცრიან. მკაცრი რეკომენდაციაა, რომ ყველა პროცედურა დავიცვათ, მათ შორის ცხოველის იდენტიფიკაციის, ჩიპირების თუ აცრების მიმართულებით იმისთვის, რომ როგორც საკუთარი თავები, ასევე სხვებიც დავიცვათ“, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

კომენტარები

VAXTANG LOMJARIA აცრა დადორბვლა დაკაწვრის დაკბენის რაბიოლოგი ცხოველის ნაკბენი 2018-07-30
Tags VAXTANG LOMJARIA აცრა დადორბვლა დაკაწვრის დაკბენის რაბიოლოგი ცხოველის ნაკბენი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გახარიამ მძარცველის დაკავებისას დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მოინახულა

შემდეგი სტატია

სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულებს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მსგავსი სტატიები

თიბისი ბანკმა მეთევზეობის თემაზე აგროფორუმი გამართა

თიბისი ბანკმა მეთევზეობის თემაზე აგროფორუმი გამართა

10 მაი 2018

72 წლის წინ დაკარგული გემი იპოვეს

30 აგვ 2017
სოხუმის დაცემა (ფოტორეპორტაჟი)

სოხუმის დაცემა (ფოტორეპორტაჟი)

27 სექ 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

  • თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

    თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

  • პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

    პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge