2018 წლის 12 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა. მანამდე კი 8 ნარკორეალიზატორი დააკავა.
თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა მიიჩნიეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ აქციები იმ ღამესვე გამართეს. პროტესტი 12-13 მაისსაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა პარლამენტის წინ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, რომელმაც მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
BBC-ის ჟურნალისტმა რაიჰან დემიტრიამ თბილისში განვითარებულ მოვლენებს გადაცემა მიუძღვნა, რომელსაც “საქართველოს რეივ რევოლუცია” დაარქვა. გადაცემაში თავიანთ შეხედულებას გამოხატავენ ასევე “ქართული მარშისა” და ნაცისტური დაჯგუფებების წევრები, ასევე კლუბ BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი.
კომენტარები