სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს. სომხური მედიის ცნობით, კოჩარიანს ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალი 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობისთვის წაუყენა.
სომხეთში, 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას აპროტესტებდნენ. ქუჩის აქციები ორგანიზებული იყო ასევე ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მხარდამჭერების მიერ, რომელიც იმ დროს საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად მაშინ რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი დაიღუპა.
კომენტარები