NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა

პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა

28 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 195 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა. სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩართულ მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, კოორდინატორი სამართალწარმოების პროცესის მონაწილე გახდა და აღიჭურვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით.

უწყების ინფორმაციით, განხორციელებული საკანონდებლო ცვლილების შესაბამისად, სწორი პრაქტიკის დანერგვისა და კოორდინატორების პროფესიული მომზადების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიზნობრივი სასწავლო კურსები განხორციელდა. 3 დღიანი პროგრამის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული კოორდინატორების საქმიანობის სამართლებრივი, პრაქტიკული და ფსიქოლოგიური ასპექტები. მათ შორის, კოორდინატორების პირველი რეაგირება ინფორმაციის მიღების შემდგომ, მათი ფუნქცია-მოვალეობები, დაზარალებულთან/მოწმესთან ურთიერთობის სტანდარტები. ასევე, არასრულწლოვნებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური ასპექტები.

მათივე ინფორმაციით, კოორდინატორების გადამზადების პარალელურად, სამუშაო შეხვედრა შედგა საქართველოს პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან, სადაც, საკანონდებლო ცვლილებების განხილვის პარალელურად, აქცენტი პროკურორებისა და კოორდინატორების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

კოორდინატორებმა, ახალი გამოწვევებისათვის მოსამზადებლად, უკვე გაიარეს სწავლება ოჯახური დანაშაულებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის მიმართულებებით. მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ეტაპობრივად ხორციელდება და ის მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. კოორდინატორების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ)  მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ფუნქციები პროკურატურა 2018-07-28
Tags მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ფუნქციები პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არ მიმაჩნია, რომ გიორგი კვირიკაშვილი იყო ყველა ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში“

შემდეგი სტატია

საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის მეორე ეტაპი დაიწყო

მსგავსი სტატიები

ხულოს, ქედისა და შუახევის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

08 დეკ 2017
გორის ცენტრალურ სკვერში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში არქეოლოგები ჩაერთვნენ

გორის ცენტრალურ სკვერში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში არქეოლოგები ჩაერთვნენ

06 დეკ 2018

ირაკლი კობახიძე: კორუფციისა და კარტელური გარიგებების სისტემური პრობლემა საქართველოში აღმოფხვრილია

15 დეკ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge