„2020 წელს საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
28 ივლისს, საქართველოს მთავრობამ C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი კამპანია – STOP C – დაიწყო. ეს ეტაპი გულისხმობს იმ ადამიანების გამოვლენასა და მკურნალობას, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ დაავადებულები არიან.
საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის აპრილიდან 2018 წლის 30 ივნისამდე პერიოდში მკურნალობა 43 861 პაციენტმა დაასრულა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებულების 98 %-ი განიკურნა.
კომენტარები